მალდინიც არაბეთში? - „ალ-იტიჰადი" იტალიელს ეპატიჟება » სპორტის ხაზი

მალდინიც არაბეთში? - „ალ-იტიჰადი" იტალიელს ეპატიჟება

მალდინიც არაბეთში? - „ალ-იტიჰადი" იტალიელს ეპატიჟება
12-11-2023, 15:02
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი პაოლო მალდინი, შესაძლოა, საუდის არაბეთის კლუბის ალ-იტიჰადის ახალი სპორტული დირექტორი გახდეს. ის მთავარ კანდიდატად მიიჩნევა ამ პოსტზე.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, მალდინი უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება თავის მომავალზე.

შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინი ამა წლის 6 ივნისს დაითხოვეს „მილანის“ ტექნიკური დირექტორის პოსტიდან, რომელსაც 2019 წლიდან იკავებდა.

რამდენიმე დღის წინ ალ-იტიჰადის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს პორტუგალიელი სპეციალისტი ნუნუ ეშპირიტუ სანტო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი