სახელმწიფო გადატრიალება? - ბრაზილიის პროკურატურა ნეიმარის დას და რივალდოს ადანაშაულებს » სპორტის ხაზი

სახელმწიფო გადატრიალება? - ბრაზილიის პროკურატურა ნეიმარის დას და რივალდოს ადანაშაულებს

სახელმწიფო გადატრიალება? - ბრაზილიის პროკურატურა ნეიმარის დას და რივალდოს ადანაშაულებს
11-11-2023, 21:11
Aa Aa
გაზიარება:

რაზილიის პროკურატურა ალ-ჰილალის ფორვარდის, ნეიმარის დას, რაფაელა სანტოსსა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ვარსკვლავს, რივალდოს 2023 წლის 8 იანვარს სახელმწიფო გადატრიალების დაფინანსებაში სდებს ბრალს. – წერს ესპანური გაზეთი Marca.

წლის დასაწყისში ქვეყანაში არეულობებს დაპატიმრებები მოჰყვა. დაკავებულები აღიარებდნენ, რომ ნეიმარის და და რივალდო მათ შორის იყვნენ, ვინც ჟაირ ბოლსონარას სასარგებლოდ სახელმწიფო გადატრიალებას აფინანსებდა.

აღნიშნავენ, რომ რივალდომ პირადი სახსრებიდან 9500 ევრო გაიღო. ყოფილი ფეხბურთელის იურისტები უარყოფენ ბრალდებას და მიანიშნებენ, რომ ეს თანხა ეკლესიაში გადაირიცხა.

ასევე უარყოფს ბრალდებებს ნეიმარის და, რომელიც კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ფული არ გადაურიცხავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი