ჩემპიონთა ლიგის გასული ტურის შემდეგ საინტერესო სტატიატიკა გამოქვეყნდა.
ტურნირის საუკეთესო დრიბლიორებს შორის კვარაცხელია პირველ ადგილს იკავებს, ქართველ ფეხბურთელს 4 შეხვედრაში 32 წარმატებული დრიბლინგი აქვს და მეორე ადგილოსან რაფა ლეაუს(29) 3 წარმატებული დრიბლინგით აღემატება.
ხუთეულში აგრეთვე წარმოდგენილნი არიან "რეალ სოსიედადის" შემტევი ბარენეჩეა(27), "პსჟდან" კილიან მბაპე(26) და "პეესვე ეინთხოვენიდან" ნოა ლანგი(23).
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" და კვარაცხელია მომდევნო ტურში სანტიაგო ბერნაბეუზე "რეალს" ესტუმრებიან.