რეკორდული საპირზო ფონდი - რა თანხას მიიღებს ATP-შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული? » სპორტის ხაზი

რეკორდული საპირზო ფონდი - რა თანხას მიიღებს ATP-შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული?

რეკორდული საპირზო ფონდი - რა თანხას მიიღებს ATP-შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული?
10-11-2023, 18:34
Aa Aa
გაზიარება:

12-დან 19 ნოემბრის ჩათლით იტალიის ქალაქი ტურინი ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნის უმასპინძლებს, სადაც ამ მომენტისთვის რეიტინგის 8 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის საუკეთესო უნდა გამოვლინდეს.

ამ ტურნირის საპირზო ფონდი ისტორიული იქნება - 15 მილიონი დოლარი დიდი სლემის საპირზო ფონდს აღემატება რაც ასტრონომიული თანხაა 1 კვირიანი ტურნირისთვის.

როგორც მოგახსენეთ, ტურნირზე 8 მოთამაშე იქნება წარდგენილი, რომლებიც აქ მოხვედრისთვის 325 000 დოლარს მიიღებენ. ტურნირი თავდაპირველად ჯგუფური ეტაპით იწყება, სულ ორი ჯგუფია და მასში 4-4 მოთამაშეა განაწილებული და ორივე ჯგუფიდან ორი საუკეთესო განაგრძობს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობას. ამისათვის ჯგუფურ ეტაპზე დაგროვილი გამარჯვებები იქნება საჭირო და თითო ასეთ გამარჯვებაში ჩოგბურთელები პლიუს 390 000 დოლარს მიიღებენ. შემდეგ ეტაპზე გასვლა კი 1 105 000 დოლარი იქნება, რაც შეეხება ჩემპიონს, ის ფინალში გამარჯვების შემთხვევაში 2 201 000 დოლარს მიიღებს.

იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე დაუმარცხებლად იასპარეზებს ტურნირზე, როგორც ეს ნოვაკ ჯოკოვიჩმა წინა წელს მოახერხა, გამარჯვებული პრიზად 4 801 500 დოლარს მიიღებს, რაც უპრეცენდენტო შემთხვევა იქნება ჩოგბურთის ისტორიაში.

წლევანდელ შემაჯამებელ ტურნირზე მწვანე და წითელი ჯგუფები გვექნება, გთავაზობთ ორივე ჯგუფის შემადგენლობას:

მწვანე ჯგუფი: ნოვაკ ჯოკოვიჩი(1), იანიკ სინერი(4), სტეფანოს ციციპასი(6),ჰოლგე რუნე (8)

წითელი ჯგუფი: კარლოს ალკარასი(2), დანიილ მედვედევი (3) ანდრეი რუბლევი(5) ალექსანდრ ზვერევი(7)

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე მონაწილეობა ვერ მიიღო ტეილორ ფრიცმა და კასპერ რუდმა, შესაბამისად მათი ადგილი რეიტინგში მათზე ერთით ქვემოთ მდგარმა ჩოგბურთელებმა დაიკავეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი