სასტარტო ხუთეული "ატლანტას" წინააღმდეგ - გოგა ბითაძის მორიგი სუპერ მატჩი NBA-ში » სპორტის ხაზი

სასტარტო ხუთეული "ატლანტას" წინააღმდეგ - გოგა ბითაძის მორიგი სუპერ მატჩი NBA-ში

სასტარტო ხუთეული "ატლანტას" წინააღმდეგ - გოგა ბითაძის მორიგი სუპერ მატჩი NBA-ში
10-11-2023, 11:58
Aa Aa
გაზიარება:

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ სათამაშო დღეს ატლანტა ჰოუქსი მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში ერთი ქულით, 119:120 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი კვლავ ორლანდოს ძირითად შემადგენლობაში იყო და საერთო ჯამში, მოედანზე 21:29 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ბითაძემ 12 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება შეასრულა. თამაშიდან 7-ჯერ ესროლა, საიდანაც 5 სროლა ზუსტი იყო.

შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა მეოთხე მეოთხედი, რომელიც „ატლანტამ“ 27:21 მოიგო. ბოლო წამებზე ორლანდოს მატჩის მოგება შეეძლო, თუმცა თავისი სროლა ფლორიდელებმა ვერ გამოიყენეს.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ჯეილენ საგსი გახლდათ 21 ქულით, ხოლო „ატლანტას“ გამარჯვება ტრეი იანგმა განაპირობა – 41 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა, 5 მოხსნა.

გოგა ბითაძის გუნდი მორიგ შეხვედრას, 12 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ მომენტისთვის, ორლანდოს 4 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი