NBA-ს პრე-სეზონის შეხვედრაში, "ნიუ ორლეანსისა" და "ორლანდოს" დაპირისპირება შედგა. მატჩი გოგა ბითაძის "ორლანდოს" გამარჯვებით - 105:122 დასრულდა.
"ნიუ ორლეანსის" გამარცხებაში საკუთარ გუნდს ქართველი კალათბურთელიც დაეხმარა, რომელმაც პარკეტზე გატარებული მცირე დროის მიუხედავად, კარგი სტატისტიკა დააფიქსირა. ქართველმა ცენტრმა 8 წუთზე მეტი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 7 ქულისა და 4 მოხსნის დააგროვა.
პრე-სეზონის მომდევნო შეხვედრას "ორლანდო" 13 ოქტომბერს გამართავს, სადაც "კლივლენდს" ეთამაშება.