ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის შეხვედრაში გამთენიისას “ორლანდო მეჯიქი” “მემფის გრიზლს” დაუპირისპირდა. გოგა ბითაძის გუნდი ბოლო სამი მატჩი ვერ იგებდა, თუმცა ფლორიდელებთან ეს სერია შეწყვიტეს. “ორლანდომ” “მემფისს” ანგარიშით 113-108 სძლია.
აღნიშნული მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშისთვის, გოგა ბითაძისთვის ძალზედ წარმატებული გამოდგა. ქართველმა მოედანზე 13:16 წუთი დაჰყო. ამ დროში კი მისი მონაგარი ასე გამოიყურება - 13 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა და 1 ჯარიმა. უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ რაც გოგა “ორლანდოს” ღირსებას იცავს, ზემოთააღნიშნული მაჩვენებლები მისთვის საუკეთესოა.