"ოქროს ბურთის მოგება შეუძლია" - ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა კვარაცხელიაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ოქროს ბურთის მოგება შეუძლია" - ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"ოქროს ბურთის მოგება შეუძლია" - ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
10-11-2023, 11:40
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა tv play-სთან მიცემულ ინტერვიუში ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა შემტევს ოქროს ბურთის მოგება შეუძლია.

"კვარაცხელიამ ჩემში ინტერესი მალევე გამოიწვია, მან იტალიაში თავი იოლად დაიმკვიდრა. ფიზიკური მონაცემებით ქართველი ლენტინის მაგონებს. შესაძლოა, ლენტინი უფრო სწორხაზოვანი იყო, ხვიჩას კი დრიბლინგის ისეთი უნარები აქვს, რომელიც ხშირად არ მინახავს.

კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება ან საუკეთესო სამ კანდიდატში მოხვედრა შეუძლია. ამ წარმატებისთვის რაღაცეები უნდა დაემთხვეს და ამის შემდეგ ამ ტიტულის მოგება უფრო რეალურია.

ნეიმარის, რონალდოს და მესის ეპოქა სრულდება, ამიტომ "კვარადონას" მბაპესთან და ჰალანდთან კონკურენციაში შესვლა მოუწევს
"
- განაცხადა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის ერთ-ერთმა ლიდერმა ოქროს ბურთის ნომინაციაში მე-17 ადგილი დაიკავა. წინა სეზონში ხვიჩამ აძურას მაისურთ 43 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა მიიწერა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.