მიქაუტაძემ 15 წუთი ითამაშა და მომენტიც შექმნა - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა ფეხბურთელმა "ბრაიტონის" წინააღმდეგ » სპორტის ხაზი

მიქაუტაძემ 15 წუთი ითამაშა და მომენტიც შექმნა - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა ფეხბურთელმა "ბრაიტონის" წინააღმდეგ

მიქაუტაძემ 15 წუთი ითამაშა და მომენტიც შექმნა - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა ფეხბურთელმა "ბრაიტონის" წინააღმდეგ
9-11-2023, 23:50
Aa Aa
გაზიარება:

ევროპა ლიგის მესამე ტურში აიაქსმა საკუთარ სტადიონზე ბრაიტონი მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

ინგლისელთა მხარეს გოლების გატანა ანსუ ფატიმ და სიმონ ადინგრამ მოახერხეს.

დაახლოებით 15 წუთზე მეტი სათამაშო დრო მიიღო ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც მოედანზე 78-ე წუთზე შემოვიდა და ერთი საგოლე შანსიც შექმნა.

ახალგაზრდა ფორვარდმა თანაგუნდელს თითქმის ცარიელ კარში გატანის საშუალება მისცა, თუმცა ბრობიმ ეს შანსი ვერ გამოიყენა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, SofaScore-მა მიქაუტაძის თამაში 6.5 ქულით შეაფასა.

გეტყვით იმასაც, რომ აიაქსი ამ მარცხის შემდეგ, ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილზეა და ჯგუფის ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.