როგორც იცით, ვიქტორ ოსიმენს ტრავმა აქვს და გუნდის დახმარებას ვერ ახერხებს. გამოცემა "კალკიონაპოლი" ამ საკითხზე, ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.
გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნიგერიელი ნეაპოლში სამშობლოდან გუშინ დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობს. წყაროს ცნობით, ოსიმენი ვარჯიშს განაახლებს და სანაკრებო პაუზის შემდეგ, განაცხადშიც მოხვდება.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის თავდამსხმელმა ბარძაყის კუნთის ტრავმა ოქტომბრის შუა რიცხვებში მიიღო. რასაც, როგორც ვხედავთ, "ნაპოლის" თამაშზე დიდი გავლენა აქვს.