"აქ თამაში ჩემი ოცნება იყო" - გოჩოლეიშვილის კომენტარი ბარსელონასთან მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"აქ თამაში ჩემი ოცნება იყო" - გოჩოლეიშვილის კომენტარი ბარსელონასთან მატჩის შემდეგ

"აქ თამაში ჩემი ოცნება იყო" - გოჩოლეიშვილის კომენტარი ბარსელონასთან მატჩის შემდეგ
8-11-2023, 17:28
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგაზე გასულ საღამოს გიორგი გოჩოლეიშვილის და ირაკლი აზაროვის "შახტარი" "ბარსელონას დაუპირისპირდა და 1-0 დაამარცხა.

შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომლის საგოლე პასითაც უკრაინულმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრის შემდეგ გოჩილეიშვილმა ქართულ სპორტულ სააგენტო TST Sport-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და შეხვედრაზე ისაუბრა.

"ძალიან დაძაბული თამაში იყო. ჩემპიონთა ლიგაზე სასტარტოში თამაში პირველად დავიწყე. სტარტი რთული იყო, მაგრამ ნელ-ნელა საკუთარი თავი ვიგრძენი. ძალიან გახარებული და ემოციების ქვეშ ვარ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ასისტის გამო. აქ თამაში ჩემი ოცნება იყო და ძალიან მაგარია, როდესაც ასეთ მატჩს ატარებ.

რაც შეეხება ასისტს, ჩავაწოდე და გოლი გავიდა. რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გაგვიხარდა.

გოლის შანსი: ეს ჩვეულებრივი საფეხბურთო მომენტია. ვთამაშობ იმისთვის, რომ მუდამ წინ და წინ წავიდე. უფრო მეტს გავაკეთებ, რომ „შახტართან“ ერთად დიდ წარმატებას მივაღწიო და მეც განვვითარდე.

ყველაზე მეტად თამაში ფელიქსთან გამიჭირდა, იმიტომ რომ მოტყუებაზე მოდიოდა, ფერანი კი შედარებით პასებით თამაშობდა. თან ცოტა დაღლილი ვიყავი და ფელიქსი დასვენებული იყო."- საუბრობს გიორგი TST Sport-თან

4 ტურის შემდეგ შახტარი ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს და ჯგუფიდან გასასვლელად შანსებს იტოვებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.