"ის ატლეტიკოსთვის დაიბადა" - დიეგო სიმეონე გრიზმანზე » სპორტის ხაზი

"ის ატლეტიკოსთვის დაიბადა" - დიეგო სიმეონე გრიზმანზე

"ის ატლეტიკოსთვის დაიბადა" - დიეგო სიმეონე გრიზმანზე
8-11-2023, 17:02
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "ატლეტიკომ" შინ "სელტიკი" მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით, 6-0 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში ანტუან გრიზმანმა დიდი წვლილი შეიტანა, ფრანგმა ფეხბურთელმა ორი გოლი გაიტანა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შეხვედრის შემდეგ დიეგო სიმეონემ პრესასთან გრიზმანზე ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"გრიზმანს შეუძლია ჩვენი გუნდის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, ბევრს არ სჯეროდა მისი დაბრუნების, მაგრამ ის დაბრუნდა და ყველას გაოცებას ახერხებს, ის დაიბადა რომ იყოს "ატლეტი" - ამბობს სიმეონე

ანტუან გრიზმანი გასული სეზონიდან მოყოლებული დღემდე საუცხოო ფორმაშია, ამ სეზონში მას ლა ლიგის 11 ტურში უკვე 7 გოლი მოუგროვდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 4 ტურში 4 გოლი აქვს და გაჩერებას არ აპირებს.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.