"პარიზში ამიტომ ჩამოვედი" - დემბელე დეტალებზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"პარიზში ამიტომ ჩამოვედი" - დემბელე დეტალებზე საუბრობს

"პარიზში ამიტომ ჩამოვედი" - დემბელე დეტალებზე საუბრობს
7-11-2023, 23:36
Aa Aa
გაზიარება:

პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, უსმან დემბელე ტრანსფერის დეტალებზე ალაპარაკდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულ კლუბში მისი სტატისტიკა სახარბიელო არაა, ფეხბურთელი სამშობლოში ყოფნით მაინც ბედნიერია. ცნობილია, რომ კატალონიურ კლუბს მისი შენარჩუნება სურდა და ჩავი მას გუნდის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა. ფეხბურთელი საჯარო განცხადებებში აღნიშნავდა, რომ მას ესპანეთში დარჩენა სურდა, თუმცა მალევე ფრანგის "პარი სენ-ჟერმენში" ტრანსფერი გაოფიციალურდა.

"კილიან მბაპეს ჩემი გადარწმუნება არ უცდია, პარიზში იმიტომ ჩამოვედი, რომ ის ფრანგული კლუბია და მიყვარს. ვიცი, რომ ყოველთვის საუბრობდნენ ჩემ აქ გადმოსვლაზე. მყავს უამრავი მეგობარი, რომლებიც "პსჟ-ს" ქომაგობენ, მათ გამო ძალიან ბედნიერი ვარ და გადაწყვეტილების მიღებაც გამიმარტივდა. ნამდვილად ვთქვი, რომ "ბარსელონაში" დავრჩებოდი, მაგრამ "პსჟ-სთან" კონტაქტის შემდეგ დავრწმუნდი, რომ წავსულიყავი" - აცხადებს 26 წლის შემტევი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი