გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეკარედ ითვლება.
ქართველი ფეხბურთელს მიმართ ინტერესი არაერთმა ინგლისურმა გრანდმა გამოთქვა, თუმცა მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში არცერთ შემთხვევაში არ გადასულა.
ბოლო ხანებში აქტიურად დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ იან ობლაკი "ატლეტიკოს" დატოვებს და მის შემცვლელად "როხი ბლანკო" გიორგი მამარდაშვილს ასახელებს.
თავის მხრივ "ვალენსია" ფინანსური სარგებლის მოლოდინშია და ქართველ მეკარეს გამოსასყიდი 100 მილიონი ევრო დაუწესეს და ტრანსფერზე მოლაპარაკებებს მინიმუმ 25 მილიონიდან დაიწყებენ.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს წელს უკვე 4 მშრალად შენახული კარი მოუგროვდა და რუბენ ბარახას გუნდი წინა სეზონისგან განსხვავებით სულ სხვა შედეგებს გვთავაზობს.
ავტორი: Davit Shakirovi