"ეგოიზმი უნდა დაძლიონ" - საკიმ ამჟამინდელ "ნაპოლიზე" ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ეგოიზმი უნდა დაძლიონ" - საკიმ ამჟამინდელ "ნაპოლიზე" ისაუბრა

"ეგოიზმი უნდა დაძლიონ" - საკიმ ამჟამინდელ "ნაპოლიზე" ისაუბრა
7-11-2023, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ La Gazzeta Dello Sport-თან ინტერვიუში "ნაპოლიზე" ისაუბრა, მისი თქმით რუდი გარსიამ კრიზისი დაძლია.

"ბოლო დროს აქტიურად ვადევნებ თვალს "ნაპოლის" თამაშებს, გუნდმა კრიზისი დაძლია, ფეხბურთელები თუ ნაკლები ეგოიზმით ითამაშებენ საოცარ შედეგებზე გავლენ"

საკის თქმით, რუდი გარსიამ სიტუაცია გამოასწორა და ახლა ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" მძიმე სტარტის შემდეგ ფორმას იბრუნებს და გუნდი სერია ა-ში 11 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს. გარსიას გუნდი შემდეგ თამაშს ჩემპიონთა ლიგაზე "უნიონ ბერლინის" წინააღმდეგ გამართავს, რომელიც საშინელ ფორმაშია და "ნაპოლის" წელს ჯგუფიდან გასვლა არ უნდა გაუჭირდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი