მილიონები სასტუმროში - რა თანხად უჯდება "ბაიერნს" კეინის შენახვა? » სპორტის ხაზი

მილიონები სასტუმროში - რა თანხად უჯდება "ბაიერნს" კეინის შენახვა?

მილიონები სასტუმროში - რა თანხად უჯდება "ბაიერნს" კეინის შენახვა?
6-11-2023, 16:24
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისელი სუპერვარსკვლავი ჰარი კეინი მიუნხენის "ბაიერნს" გასულ ზაფხულს შეუერთდა.

"რეკორდმაისტერმა" კეინში 100 მილიონი გადაიხადა, როგორც ბრიტანული გამოცემა The British Sun" იუწყება, კეინს ამ დრომდე არ აქვს საკუთარი სახლი და მისი სასტუმროს ქირას კლუბი იხდის.

ჰარი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ერთი ღამის გატარება €10 000 უჯდება კლუბს.

რა თქმა უნდა, მისი სასტუმროში ცხოვრება დროებითია და ფეხბურთელმა უკვე შეარჩია ბინა 8 საძინებლით, აუზით, სახლის კინოთეატრითა და სხვა ინვენტარით.

შეგახსენებთ, რომ კეინმა სადებიუტო სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა და 17 გოლსა და 7 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი