ქართველ მოგზაურთა ჯგუფში ერთ-ერთმა მომხარებელმა საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღწერს, რომ რომში სამოგზაუროდ მიდიოდა და ორი დღით ადრე, დაქირავებული ბინის პატრონმა სთხოვა, სხვა ბინა მოეძებნა, მიზეზი კი არც მეტი, არც ნაკლები ნაპოლის ქართველი შემტევი, ხვიცჩა კვარაცხელიაა.
"გამარჯობა რომიდან და ბოდიში ცუდი კომუნიკაციისთვის. ვიცი, რომ საქართველოდან ხართ და ჩემი ბინა იქირავეთ, მაგრამ მეზიზღება ნაპოლი და ხვიჩამ წელს ბევრჯერ მატკინა. გთხოვთ, სხვა ბინა მოძებნეთ", - წერია წერილში.