პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე 19 წლის ანა ჯაფარიძემ საქართველოს დელეგაციას ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
წარმატებული გამოსვლის შემდეგ ახალგაზრდა პარატაეკვანდოისტმა კომენტარი გააკეთა.
უკეთესი შედეგის მიღწევაც შემეძლო, მაგრამ ამჯერად ბრინჯაოს მედალს დავკმაყოფილდები, უკეთესი შედეგებისთვის კი მომავალში ვიბრძოლებ. მინდა, ეს ჯილდო ჩვენი ტაეკვანდოს კლუბის პატარა წევრს, ლუკა ლაშხს მივუძღვნა, რომელიც ახლა საავადმყოფოშია.
ჩვენი გუნდის სხვა წევრებს ვუსურვებ დიდ წარმატებას და საქართველოს სახელისა და დროშის მაღლა აწევას.
- თქვა ჯაფარიძემ.