ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა, ნინო სალუქვაძემ დღევანდელ დღეს ოლიმპიადის პირველი დისციპლინა ოფიციალურად დაასრულა.
სამწუხაროდ, 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლის დისციპლინაში ნინო სალუქვაძემ 8 საუკეთესო სპორტსმენთა შორის ადგილი ვერ მოიპოვა.
6 სხვადასხვა მცდელობის შემდეგ სალუქვაძეს ანგარიშზე ჯამურად 562 ქულა იყო (92, 95, 95, 92, 94, 94), რაც 44 მსროლელს შორის 38-ე შედეგი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძე ჩვენი დელეგაციის მედროშე და ქალთა შორის ოლიმპიადაზე მონაწილეობის სრული რეკორდსმენია. 2024 წლის ოლიმპიადა ნინოსთვის რიგით მე-10 გახლავთ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2 აგვისტოს ნინო სალუქვაძე 25 მეტრიდან სროლის კატეგორიაში იასპარეზებს.