ზამთრის ცურვის მე-13 მსოფლიოს ჩემპიონატი სლოვენიაში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 76 წლის ჰენრი კუპრაშვილმაც მიიღო, რომელმაც 6 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა!
სხვათაშორის, აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჰენრი კუპრაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია ცურვაში.
ცნობილია, რომ 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიოში პირველმა „მხედრული კოლხურით“ (ოთხგან ხელფეხშეკრულმა) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში, რომლის სიგრძეც 12 კილომეტრი გახლავთ.