'ვარჯიშებზე შოუ მოაწყო' - იტალიური მედია ხვიჩას ასეთი დაბრუნებით გაოცებულია » სპორტის ხაზი

'ვარჯიშებზე შოუ მოაწყო' - იტალიური მედია ხვიჩას ასეთი დაბრუნებით გაოცებულია

'ვარჯიშებზე შოუ მოაწყო' - იტალიური მედია ხვიჩას ასეთი დაბრუნებით გაოცებულია
4-12-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიას 'ნაპოლის' დაუბრუნდა და მოახლოებული ამხანაგური შეხვედრებისთვის ემზადება.

21 წლის შემტევი მთელი დატვირთვით ვარჯიშობს და როგორც Football Italia და partenopei La Gazzetta dello Sport-ი იტყობინებიან, ტრამვის მოშუშების შემდეგ ხვიჩამ უმალ მოახდინა შთაბეჭდილება თანაგუნდელებზე და მწვრთნელზე.

"გუნდში ჩინებული ატმოსფეროა, ბევრი გაღიმებული სახე - ტრენაჟორებზე დაიტვირთენ, მეკარეები მოედანზე, ქართველმა, რომელმაც ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სამი მატჩი გამოტოვა, ვარჯიშებზე შოუ მოაწყო, მუშაობისას სიამოვნებას იღებს და ისეთ ტრიუკებს აკეთებს, რომ თვით თანაგუნდელები გაოგნებული არიან.

'ვარჯიშებზე შოუ მოაწყო' - იტალიური მედია ხვიჩას ასეთი დაბრუნებით გაოცებულია

კვარა დაბრუნების შემდეგ მოვლენათა ეპიცენტრშია

ცხადია, ისევე როგორც სეზონის პირველ ნახევარში, კვარაცხელია ლუჩანო სპალეტისთვის კვლავ მთავარი იარაღი იქნება. საქმეში ხელახლა კი 4 იანვარს ინტერთან მატჩში ჩაერთვება." - წერს იტალიური გამოცემა.

გეტყვით იმასაც, რომ პარტენოპეი ორ ამხანაგურ მატჩს ჯერ 7 დეკემბერს 'ანტალიასპორის' , ხოლო შემდეგ 11 დეკემბერს 'კრისტალ პალასის' წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი