მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის გამო საკლუბო ფეხბურთი დროებით შეჩერებულია, ამიტომ ფეხბურთელებს დასვენების და განტვირთვის უფლება ეძლევათ.
რამდენიმე კვირის განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელიაც საქართველოში იმყოფებოდა, სადაც მშობლიურ კუთხესაც ესტურა და პარალელურად ტრამვის მოშუშებაზეც მუშაობდა, რის გამოც 'ნაპოლის' ბოლო სამი შეხვედრა გამოტოვა.
საქართველოში რამდენიმე კვირიანი ყოფნის შემდეგ, 21 წლის შემტევი გუნდს დაუბრუნდა და მოახლოებული ამხანაგური შეხვედრებისთვის მზადება დაიწყო.
იხილეთ ფოტოები: