ისევ მესის გვერდით - სუარესი ინტერ მაიამის უახლოვდება » სპორტის ხაზი

ისევ მესის გვერდით - სუარესი ინტერ მაიამის უახლოვდება

ისევ მესის გვერდით - სუარესი ინტერ მაიამის უახლოვდება
2-11-2023, 11:32
Aa Aa
გაზიარება:

"ინტერ მაიამიში" კატალონიის "ბარსელონას" რამდენიმე ფეხბურთელი კარიერის ბოლო წლებს ატარებს. შესაძლოა, მათ რიგებს ლუის სუარესიც შეუერთდეს.

ამჟამად ურუგვაელი ფორვარდი "გრემიოს" ღირსებას იცავს, თუმცა სავარაუდოა, რომ მომდევნო წელს MLS-ში დაიწყებს.

El Pais იტყობინება, რომ სუარესს უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა ამერიკულ გუნდთან, რომელიც პოზიტიურად წარიმართა. სავარაუდოდ, ურუგვაელი დევიდ ბექჰემის გუნდთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო ხელშეკრულების პირობებში მისი გახანგრძლივების საშუალებაც იქნება.

სუარესი მაიამიში დეკემბერში ჩაფრინდება და კონტრაქტს თავისუფალი აგენტის სტატუსით მოაწერს ხელს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი