ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ში გაბრწყინებამდე რუსული კლუბების ღირსება დაიცვა, ხოლო რუსი საფეხბურთო ექსპერტები ქართველ გარემარბს დღემდე აქებენ.
ერთ-ერთი მათგანი ბორის იგნატაევია. Legalbet-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მოსკოვის "ლოკომოტივში" ხვიჩა ვერ დააფასეს:
"ალბათ, კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომოტივის" ყველა დროის საუკეთესო ტრანსფერია. მასში პოტენციალი ძალიან ადრეულ ეტაპზე დაინახეს, თუმცა, შემდეგ, როგორც ჩანს, ვეღარ დააფასეს. ახლა კვარაცხელია ევროპის მასშტაბით ვარსკვლავია. გაუგებარია, ამ დონის ფეხბურთელთან კონტრაქტი როგორ უნდა გაწყვიტო", - განაცხადა მან.
"ლოკომოტივის" შემდეგ ის ყაზანის "რუბინში" ვიხილეთ, სადაც არაერთი კარგი მატჩი ჩაატარა, რუსეთ - უკრაინის ომის შემდეგ კი დროებით საქართველოში დაბრუნდა.