ოქროს ბურთის მოგების კანდიდატი - GOAL-ის რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა » სპორტის ხაზი

ოქროს ბურთის მოგების კანდიდატი - GOAL-ის რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა

ოქროს ბურთის მოგების კანდიდატი - GOAL-ის რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა
19-10-2022, 15:10
Aa Aa
გაზიარება:

პარიზში გამართული ოქროს ბურთის დაჯილდოვებიდან რადენიმე დღის შემდეგ, Goal-მა 2023 წლის პრესტიჟული ჯილდოს მოგების კანდიდატთა რეიტინგი შემოგვთავაზა.

აღსანიშნავია, რომ 20 კაციან სიაში მოხვდა ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მე-15 ადგილს იკავებს.

"ორი აზრი არაა, რომ მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე დიდი გარღვევა იმ ფეხბურთელმა მოახდინა, რომელსაც ნეაპოლში კვარადონას ეძახიან. ამ სეზონში, იგი როგორც ჩემპიონთა ლიგის, ისე Seria A-ს აღმოჩენაა.

ხვიჩას ცრუმოძრაიბებმა, დარტყმებდა, მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მას მსოფლიო ჩემპიონატი არ ელოდება, რომ თავისი ტალანტის ჩვენება განაგრძოს, თუმცა თუ ახლანდელ ფორმას შეინარჩუნებს, უპირობა გახდება ის ფაქტი, რომ ის პრესტიჟული ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატი იქნება"
- წერს GOAL-ი.

ცნობილი გამოცემის მიერ შედგენილი სია კი ასე გამოიყურება

1 - ლეონეს მესი

2 - ნეიმარი

3 - კილიან მბაპე

4 - ერლინგ ჰოლანდი

5 - რობერ ლევანდოვსკი

6 - ვინისიუსი

7 - კევინ დე ბრუინი

8 - კარიმ ბენზემა

9 - მუჰამედ სალაჰი

10 - ფილ ფოდენი

11 - ჰარი კეინი

12 - ჯამალ მუსიალა

13 - გაბრიელ ჯესუსი

14 - სადიო მანე

15 - ხვიჩა კვარაცხელია

16 - ლეროი სანე

17 - რაფაელ ლეაუ

18 - კოდი გაკპო

19 - ფედე ვალვერდე

20 - ჯუდ ბელინგემი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი