სნეიდერი: "აიაქსის პრობლემა არა მხოლოდ მწვრთნელი, არამედ ესეცაა" » სპორტის ხაზი

სნეიდერი: "აიაქსის პრობლემა არა მხოლოდ მწვრთნელი, არამედ ესეცაა"

სნეიდერი: "აიაქსის პრობლემა არა მხოლოდ მწვრთნელი, არამედ ესეცაა"
23-10-2023, 11:34
Aa Aa
გაზიარება:

ამსტერდამის "აიაქსში" კრიზისი გრძელდება - "აიაქსმა" "უტრეხტთანაც" წააგო და ზედიზედ 4-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს.

ვესლი სნეიდერი თვლის, რომ პრობლემა მხოლოდ მორის სტეინი არაა და "აიაქსს" სათანადოდ კარგი ფეხბურთელები არ ჰყავს:

"საშინელი მატჩი იყო. ბევრი გოლი გავიდა, თუმცა რეალურად ეს იყო ორი აუტსაიდერის შეხვედრა, რომელშიც შეცდომების წვიმა ვიხილეთ. რა უნდა გააკეთოს მორის სტეინმა? პრობლემა მხოლოდ მასში არაა, ამსტერდამელებს სათანადოდ კარგი ფეხბურთელები არ ჰყავთ.

სავარაუდოდ, მაინც სტეინი გაიწირება, რადგან მთავარ პასუხისმგებლობას მწვრთნელებს აკისრებენ ხოლმე, თუმცა "აიაქსს" ხარისხში პრობლემები აქვს და ეს აშკარაა. სტეინს სატრანსფერო პოლიტიკაზე არაფერი ჰკითხეს, ახლა კი სიტუაცია არეულია",
- განაცხადა მან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი