ხვიჩა კვარაცხელიას დაქორწინებაზე იტალიური მედია "Radio Punto Nuovo-ს" ეთერში კომენტარი "ჯენოას" ყოფილმა მცველმა და მწვრთნელმა კლაუდიო ონოფრიმ გააკეთა:
"ახალგაზრდულ ასაკში დაქორწინებას ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისეთი ყურადღების ცენტრში ხარ, როგორც კვარაცხელიაა. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ნაბიჯი, რომელიც ფსიქოლოგიურად სულიერ სიმშვიდეს მოჰგვრის. როდესაც მშვიდი მეუღლე ასეთივე სიმშვიდეს გადმოგცემს, მართლაც მნიშვნელოვანია. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება". - განაცხადა ონოფრიმ.