"აიაქსმა" ევროპა ლიგაზე მეორე თამაშიც ვერ მოიგო - მიქაუტაძემ სათამაშო დრო ისევ ვერ მიიღო » სპორტის ხაზი

"აიაქსმა" ევროპა ლიგაზე მეორე თამაშიც ვერ მოიგო - მიქაუტაძემ სათამაშო დრო ისევ ვერ მიიღო

"აიაქსმა" ევროპა ლიგაზე მეორე თამაშიც ვერ მოიგო - მიქაუტაძემ სათამაშო დრო ისევ ვერ მიიღო
5-10-2023, 22:50
Aa Aa
გაზიარება:

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე წრეში აიაქსი აეკი ათენს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

შეხვედრა ნიდერლანდურმა კლუბმა აქტიურად დაიწყო, რასაც 30-ე წუთზე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი მოყვა, რომელიც ბერგვაინმა ზუსტად შეასრულა.

მეორე ტაიმიდან აეკმა მეტოქის საჯარიმოში შეტევები კიდევ უფრო გააძლიერა. ბევრი მცდელობის შემდეგ, საბოლოოდ 75-ე წუთზე ამრაბატის მიერ ჩაწოდებულ სტანდარტულს დომაგოი ვიდა გამოეხმაურა, რომელაც ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბერძნულ გუნდს მოგების იდელალური შანსი ჰქონდა, თუმცა აიაქსის მეკარემ, ჯეი გორტერმა ბრწყინვალედ ითამაშა.

თავისი სათამაშო წუთები ისევ არ მიუღია გიორგი მიქაუტაძეს, რომელსაც ჯერ აიაქსის მაისურით სადებიუტო გოლი არ გაუტანია.

ამ ყაიმით სტაინი მორის ბიჭები ევროპა ლიგის B ჯგუფში მესამე ადგილზე 2 ქულით არიან. მომდევნო შეხვედრას ამ ტურნირზე გუნდი 26 ოქტომბერს, ბრაიტონის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი