სასიამოვნო ამბავი - "ვაალვიკის" მეკარე გონზე მოვიდა » სპორტის ხაზი

სასიამოვნო ამბავი - "ვაალვიკის" მეკარე გონზე მოვიდა

სასიამოვნო ამბავი - "ვაალვიკის" მეკარე გონზე მოვიდა
1-10-2023, 12:33
Aa Aa
გაზიარება:

ერედივიზიონის მე-7 ტურში ამსტერდამის "აიაქსი" "ვაალვიკს" ხვდებოდა, მატჩის მიწურულს კი ამსტერდამული კლუბის ფორვარდი ბრობი და "ვაალვიკის" მეკარე ერთმანეთს საშინლად შეეჯახნენ.

"ვაალვიკის" მეკარე შეჯახების გამო გაითიშა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მატჩის შეწყვეტიდან 2 საათში კი ნიდერლანდური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა სასიამოვნო ინფორმაცია გამოაქვეყნა:

''ვაალვიკის ძვირფასო გულშემატკივრებო, დაზაფრულნი ვართ მოედანზე მომხდარი შემთხვევით. სამედიცინო შემოწმებისა და მკურნალობის შემდეგ, ეტიენ ვაესენი გონზე მოვიდა, ის ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს. მას გამოკვლევებს უტარებენ. ეტიენს ვუსურვებთ მხნეობას. ვიმედოვნებთ, რომ ის მალე დაგვიბრუნდება გუნდში'', - წერს "ვაალვიკი"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი