ბილბაოს "ატლეტიკის" ფანებს გრინვუდის შეურაცხყოფისთვის სანქციები ელის » სპორტის ხაზი

ბილბაოს "ატლეტიკის" ფანებს გრინვუდის შეურაცხყოფისთვის სანქციები ელის

ბილბაოს "ატლეტიკის" ფანებს გრინვუდის შეურაცხყოფისთვის სანქციები ელის
29-09-2023, 12:31
Aa Aa
გაზიარება:

ბილბაოს "ატლეტიკსა" და "ხეტაფეს" შორის ლა ლიგის მე-7 ტურშ გამართული შეხვედრა სკანდალური აღმოჩნდა.

საქმე ისაა, რომ ბასკი ქომაგები "ხეტაფეს" ფეხბურთელებს, მათ შორის, გამორჩეულად მეისონ გრინვუდს, შეურაცხყოფას აყენებდნენ. ესპანელი ქომაგები ინგლისელ ფეხბურთელს "მეისონ გრინვუდ, მოკვდი, ხეტაფე სეგუნდაში უნდა გავარდეს" უყვიროდნენ.

ქომაგების გაღიზიანება ინაკი ვილიამსსა და "ხეტაფეს" მწვრთნელის შელაპარაკებას მოჰყვა, რის შემდეგაც "ბილბაოს" ფანები მეტოქე გუნდის ფეხბურთელების მიმართ უშვერ სიტყვებს არ იშურებდნენ.

"ხეტაფემ" "ატლეტიკს" ამის გამო უჩივლა, შედეგად კი სავარაუდოა, რომ სან მამესზე მომდევნო შეხვედრები ქომაგების გარეშე ჩატარდეს, ხოლო გუნდს ფულადი ჯარიმა დაეკისროს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი