მართალია, წლევანდელი სეზონი ხვიჩა კვარაცხელიასთვის არც თუ ისე კარგად დაიწყო, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის მიმართ მსოფლიო გრანდების ინტერესი არ ნელდება.
ბოლო ხანებში აქტიურად იწერება "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარიანტზე - წითელი ეშმაკები იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ვარსკვლავურ ტრანსფერს გეგმავენ და მიზანში სწორედ კვარაცხელია ჰყავთ ამოღებული.
Goal იტყობინება, რომ იანვარში "იუნაიტედი" მზადაა ქართველის სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადოს:
"ოლდ ტრაფორდზე ანტონისა და ჯეიდონ სანჩოს მომავალი ბუნდოვანია, ხოლო "იუნაიტედს" კვარაცხელია ძალიან მოსწონს. კულუალური ინფორმაციით, იანვარში "იუნაიტედი" ქართველის სანაცვლოდ ALL IN-ზე წავა", - წერს Goal.
ცნობისთვის, Daily Mail-ის ჟურნალისტი, მაიკ კიგანი, იტყობინება, რომ მომდევნო სეზონში ხვიჩას პრემიერ ლიგაში ხილვა რეალური შესაძლებლობაა.