ლუის რუბიალესი გადადგა » სპორტის ხაზი

ლუის რუბიალესი გადადგა

ლუის რუბიალესი გადადგა
11-09-2023, 09:30
Aa Aa
გაზიარება:

ლუის რუბიალესი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პოსტიდან გადადგა.

თავდაპირველად, რუბიალესი ამ ნაბიჯის გადადგმას არ აპირებდა, თუმცა, მისი თქმით, გარემოებებიდან გამომდინარე ეს სწორი ნაბიჯია. უეფამ მას საქმიანობის უფლება 3 თვით შეუჩერა, ხოლო როგორც თავად რუბიალესი ამბობს, ვადის გასვლის შემდეგ ის პოსტზე აღარ დაბრუნდება.

"მე უნდა გადავდგე, ხოლო ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც მივხვდი, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს სტაბილურობას და საშუალებას მისცემს ჩემს ქვეყანას, 2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს", - განაცხადა მან პირს მორგანთან ინტერვიუში.

როგორც მოგეხსენებათ, რუბიალესის გადადგომას მას შემდეგ ითხოვენ, რაც ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მან ერთ-ერთ ესპანელ ქალ ფეხბურთელს აკოცა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი