გორის "დილა" კონფერენს ლიგას მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.
ქართული კლუბი კონფერეს ლიგის მესამე საკვალიფიკაცო ეტაპზე სტუმრად "აპოელთან" 1-0 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში "დილამ" 3-0 დათმო კვიპროსულ გუნდთან. პლეი ოფში სწორედ "აპოელს" ვიხილავთ. რაც შეეხება მატჩის მიმდინაროებას: "აპოელმა" თავიდანვე იგდო სათავეები რასაც გორელთა კარში გოლი მოჰყვა, მატჩის 48-ე წუთზე მასპინძლები კონგოელმა ნდონგალამ დააწინაურა. გორის "დილას" რამდენიმე მომენტი ჰქონდა მაგრამ ქართულმა გუნდმა მათი რეალიზება ვერ შეძლო. ამრიგად მატჩი 1-0 დასრულდა.
გიორგი ქვილითაიას და ლაშა დვალის "აპოელი" კონფერენს ლიგის პლეიოფში ბელგიურ "გენტს" დაუპირისპირდება.
მატჩის სახიფათო მომენტები და გოლი: