'გოლის გატანა ვარჯიშებზეც უჭირს' - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიას ფორმაზე » სპორტის ხაზი

'გოლის გატანა ვარჯიშებზეც უჭირს' - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიას ფორმაზე

'გოლის გატანა ვარჯიშებზეც უჭირს' - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიას ფორმაზე
2-08-2023, 15:17
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ უცხოურ მედიასთან საუბრისას ქართველ ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიას ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველის ფორმა აშკრად არ არის ისეთი, როგორსაც ფეხბურთის გულშემატკივრები მიჩვეულები ვიყავით.

"კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია და ამაზე საუბარი არც ღირს. მისი თამაშის ყურება ყოველთვის ფანტასტიკური და სასიამოვნოა, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა, ასევე ბოლო ვარჯიშებზე რაც ვნახე, ცოტათი მიზანი დაკარგა. ცხადია, მიზანს გაისწორებს და ისევ დაიწყებს გოლების გატანას, როგორც გასული სეზონის პირველ ნახევარში და მეორე ნაწილის დასაწყისში, მაგრამ ეს შევამჩნიე და უნდა მეთქვა აუცილებლად"

სიტუაციას თუ ობიექტუად შევხედავთ ახალგაზრდა ფეხბურთელის მდგომარეობა მართლაც გასაკვირია - კვარამ გოლი ბოლოს 19 მარტს, 'ტორინოსთან' გაიტანა, ისიც პენალტით. ღია თამაშიდან კი ქართველმა სპორტსმენმა ბოლოს ბერგამონს 'ატალანტას' გაუტანა, როდესაც რამდენიმე მცველი ერთდროულად მოატყუა და სერია A-ს სეზონის მთავარი ჰაილაითი შემოგვთავაზა.

'გოლის გატანა ვარჯიშებზეც უჭირს' - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიას ფორმაზე

კვარას ერთ-ერთი საუკეთესო გოლი კარიერაში

მიუხედავად ცუდი ფორმისა ყველა ახალი სეზონის დაწყებას ელის. პარტენოპეი თავის პირველ შეხვედრას იტალიის ჩემპიონატის ეგიდით 19 აგვისტოს, სტუმრად გიორგი კვერნაძის 'ფროზინონეს' წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი