იოსიპ სუტალოს ვარიანტი - ნაპოლი დინამო ზაგრებს დაუკავშირდა » სპორტის ხაზი

იოსიპ სუტალოს ვარიანტი - ნაპოლი დინამო ზაგრებს დაუკავშირდა

იოსიპ სუტალოს ვარიანტი  - ნაპოლი დინამო ზაგრებს დაუკავშირდა
31-07-2023, 14:44
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, აურელიო დე ლაურენტისი ცენტრალური მცველის ძიებაშია, რადგან წინა სეზონის ერთ-ერთმა ლიდერმა, კიმ მინ-ჯემ კლუბი დატოვა და მიუნხენის ბაიერნში გადაბარგდა.

აქამდე ვულვერჰემპტონის მაქს კილმანის, ლანსის კევინ დანსოსა და რეალ სოსიედადის რობინ ლე ნორმანის ვარიანტებზე იწერებოდა, ახლა კი სიაში ახალი ფეხბურთელის სახელს ვხვდებით, - ეს იოსიპ სუტალოა.

23 წლის ხორვატი ფეხბურთელი სამშობლოში, კერძოდ ზაგრების დინამოში თამაშობს და მის მიღმა ჯერ არ უთამაშია, თუმცა უნდა ითქვას, რომ სუტალოს მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს გამოცდილება მიღებული.

Transfermartk-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სუტალო 18 მილიონი ევრო ღირს, მის ყიდვაში კი ნაპოლის ფიორენტინა ეცილება, რის შესახებაც Spazionapoli-მ დაწერა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი