"სერია A-ში მალე ახალი ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდება" - იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"სერია A-ში მალე ახალი ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდება" - იტალიელი ჟურნალისტი

"სერია A-ში მალე ახალი ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდება" - იტალიელი ჟურნალისტი
28-07-2023, 15:25
Aa Aa
გაზიარება:

Sportitalia-სთან საუბრისას იტალიელმა ჟურნალისტმა, კერძოდ მიმო ჩუგინიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც სერია A-ზე ისეთი გავლენის მოხდენა შეუძლია, როგორც ეს ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.

ამავე ჟურნალისტის აზრით, ასეთი მოთამაშე ვილიარეალიდან მილანში გადაბარგებული სამუ ჩუკვუეზეა:

"იტალიის ჩემპიონატში მალე ახალი კვარაცხელია გამოჩნდება. ის მილანის მაისურით ითამაშებს და ხვიჩას მსგავსი ეფექტი ექნება. ეს სამუ ჩუკვუეზეა, რომელიც არაჩვეულებრივი დრიბლინგით გამოირჩევა", - თქვა ჩუგინიმ

ცნობისთვის, სამუ ჩუკვუეზემ გასულ სეზონში ვილიარეალის მაისურით ლა ლიგაში 37 მატჩი გამართა, 6 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი