ერთ დროს იმედისმომცემი ესპანელი ფეხბურთელის, ისკოს კარიერა ისე ვერ განვითარდა, როგორც ამას გულშემატკივართა დიდი ნაწილი წარმოიდგენდა.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ 31 წლის შემტევი ნახევარმცველი კარიერას რეალ ბეტისში გააგრძელებს - აღნიშნული ინფორმაცია პირველმა ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა და დასძინა, რომ ისკომ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
როგორც გაირკვა, ესპანელი რეალ ბეტისთან 1 წლიან კონტრაქტზე შეთანხმდა.