"რუდი გარსიას სურვილია, რომ სტანდარტულები ხვიჩამ შეასრულოს" - La Gazzetta dello Sport » სპორტის ხაზი

"რუდი გარსიას სურვილია, რომ სტანდარტულები ხვიჩამ შეასრულოს" - La Gazzetta dello Sport

"რუდი გარსიას სურვილია, რომ სტანდარტულები ხვიჩამ შეასრულოს" - La Gazzetta dello Sport
26-07-2023, 14:39
Aa Aa
გაზიარება:

La Gazzetta dello Sport-მა ნაპოლისა და რუდი გარსიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პარტენოპეის ახალ დამრიგებელს სტანდარტულების (კუთხურები, ჯარიმები, პენალტები) პერმანენტული შემსრულებლის მოძიება სურს.

როგორც იტალიური წყაროსგან ვიგებთ, ფრანგი სპეციალისტისთვის პირველი არჩევანი ხვიჩა კვარაცხელია უნდა იყოს:

"რუდი გარსია აპირებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე მარჯვენა უფრო აქტიურად გამოიყენოს, რის გამოც ბოლო ვარჯიშებზე სტანდარტულები სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა შეასრულა."

"საინტერესოა თუ როგორი სიტუაცია იქნება პენალტების შემთხვევაში. გასულ სეზონში ხვიჩას რამდენიმე უზუსტო თერთმეტმეტრიანი ჰქონდა, გარსიამ კი ვარჯიშებზე ყურადღება სწორედ სიზუსტეზე გაამახვილა"
, - წერს გამოცემა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი