ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე სერია A-დან ქვედა დივიზიონში დაქვეითდა და როგორც ჩანს, ქართველ მცველს მხოლოდ ტოპ 5 ლიგაში თამაში აქვს გადაწყვეტილი, რის გამოც ის კლუბის გამოცვლას აპირებს.
დაახლოებით 1 კვირის წინ დაიწერა, რომ ლოჩოშვილის ტრანსფერით რაიო ვალეკანო ინტერესდებოდა, რაც სრული სიმართლე აღმოჩნდა და ესპანელები ქართველის წაყვანას სინამდვილეში აპირებენ.
Goal TV-ის ინფორმაციის მიხედვით, რაიო ვალეკანოს ხელმძღვანელებს 2.7 მილიონი ევრო კრემონეზესთვის უკვე გამზადებული აქვთ და ტრანსფერი მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია.
ცნობისთვის, რაიო ვალეკანომ გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ადგილი 49 ქულით დაიკავა.