ვულვერჰემპტონი გააქტიურდა - გიორგი მიქაუტაძეს პრემიერ ლიგაში ელიან » სპორტის ხაზი

ვულვერჰემპტონი გააქტიურდა - გიორგი მიქაუტაძეს პრემიერ ლიგაში ელიან

ვულვერჰემპტონი გააქტიურდა - გიორგი მიქაუტაძეს პრემიერ ლიგაში ელიან
18-07-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ მეცმა ბარნლისგან 15 მილიონიანი შეთავაზება გიორგი მიქაუტაძის თაობაზე მიიღო, თუმცა ფრანგებმა თანხის ოდენობა დაიწუნეს და ბარნლის წინადადება დაბლოკეს.

ამ გადაწყვეტილებამ იმედი მისცა კიდევ ერთ ინგლისურ კლუბს, ამჯერად ვულვერჰემპტონს, რომელიც დიეგო კოშტამ დატოვა და როგორც იწერება, კლუბიდან კიდევ რამდენიმე ფორვარდი უნდა წავიდეს.

ცხადია, ასეთ სიტუაციაში კლუბს ახალი თავდამსხმელის შეძენა დასჭირდება, გიორგი მიქაუტაძე კი ერთ-ერთი გამოკვეთილი ვარიანტია, რის შესახებაც ვულვზთან დაკავშირებულმა გვერდმა, კერძოდ Molineux.com-მა დაწერა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული კლუბი ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი