ტრავმის შემდეგ - როგორია გიორგი კვერნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა » სპორტის ხაზი

ტრავმის შემდეგ - როგორია გიორგი კვერნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ტრავმის შემდეგ - როგორია გიორგი კვერნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა
16-07-2023, 15:52
Aa Aa
გაზიარება:

15 ივლისს ფროზინონეში გიორგი კვერნაძის დებიუტი შედგა. ქართველმა ფეხბურთელმა ამხანაგური მატჩი მონდრაგონეს წინააღმდეგ გამართა და მეტოქის კარის აღებაც შეძლო.

ამ შეხვედრაში გიორგი მეორე ტაიმში ჩაერთო და გოლიც ძალიან მალევე გაიტანა. სამწუხაროდ, 62-ე წუთზე მიღებული ტრავმის გამო გიორგიმ მოედანი 10 წუთში დატოვა და კვლავ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

როგორც Calciofrosinone-მ დაწერა, კვერნაძეს განსაკუთრებული სიმძიმის ტრავმა არ მიუღია და ყველაფერი მწყობრში აქვს:

"გიორგი კვერნაძის დებიუტი ამ კვირაში შედგა და ქართველმა უკვე გოლიც კი გაიტანა. მთავარმა მწვრთნელმაა გიორგი მოედნიდან მხოლოდ თავის დაზღვევის მიზნით გაიყვანა, მისი ტრავმა სერიოზული არ ჩანს." - დაწერა გამოცემამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი