"კვერნაძე კვარაცხელიასგან განსხვავდება და უფრო მეტიც.." - ნუკრი რევიშვილი » სპორტის ხაზი

"კვერნაძე კვარაცხელიასგან განსხვავდება და უფრო მეტიც.." - ნუკრი რევიშვილი

"კვერნაძე კვარაცხელიასგან განსხვავდება და უფრო მეტიც.." - ნუკრი რევიშვილი
11-07-2023, 14:06
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი კვერნაძის ერთ-ერთმა აგენტმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ნუკრი რევიშვილმა თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა:

"დაახლოებით გაზაფხულისკენ ვიცოდით ფროზინონეს ინტერესის რეალურობის შესახებ. როდესაც ტრანსფერის შუამავალი დარიო პაოლილო დაგვიკავშირდა, მაშინვე ყველაფერს მივხვდით. ურთიერთშეთანხმებისა და საუბრების შემდეგ ყველაფერი იდეალური გზით განვითარდა."

"გიორგი საკმაოდ სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია. მას შეტევაში უპირატესობის შექმნა შეუძლია როგორც დრიბლინგებით, ისე ბურთის სწორი და ადეკვატური ფლობით. გარდა ამისა, კვერნაძე მრავალპროფილური მოთამაშეა და სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა."

"ბევრი კვერნაძეს კვარას ადარებს, მე კი მიმაჩნია, რომ ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. გიორგი მშვიდი ბიჭია და იცის, რომ წარმატებისთვის ბევრი უნდა იშრომოს. მას ისეთი რამ ჯერ არ გაუკეთებია, რაც კვარაცხელიამ ნაპოლისთან ერთად გააკეთა, თუმცა ფროზინონეში ანალოგიურ წინსვლას ვუსურვებ."
- თქვა რევიშვილმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი