როგორც იცით, გარკვეული პერიოდის წინ საქართველოს მორიგი ტალანტი, კერძოდ გიორგი კვერნაძე იტალიის ჩემპიონატის გუნდებს დაუკავშირეს და თქვეს, რომ სერია A ახალი ხვიჩა კვარაცხელიას მოლოდინში იყო.
სწორედ ამ გზას აგრძელებს ადგილობრივი გამოცემა Alessioporcu, რომელიც წერს, რომ 19 წლის ქართველი ფეხბურთელით იტალიის უმაღლეს დივიზიონში ახლახანს დაწინაურებული ფროზინონეა დაინტერესებული:
"გიორგი კვერნაძეს იტალიიდან აკვირდებიან, განსაკუთრებით კი ამას ნაპოლი და ფროზინონე აკეთებენ. შესაძლოა, რომ პარტენოპეიმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კიდევ ერთი ქართველი მოთამაშე დაიმატოს, შემდეგ კი იჯარით ფროზინონეში გაანათხოვროს, რომელმაც სერია B მოიგო და მომდევნო სეზონში სერია A-ში იასპარეზებს." - წერს გამოცემა
ცნობისთვის, ფროზინონეს ამჟამინდელი მწვრთნელი ფაბიო გროსო გახლავთ, რომელთანაც მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე ამ მომენტამდე მიმდინარეობს.