საქართველოს 21-წლამდე ნაკრების გუშინდელ შეხვედრას ეხმაურება შოთა არველაძე და წერს, რომ ზურიკო დავითაშვილმა გოლი ლიონელ მესის მსგავსად გაიტანა:
"ბოლო შეხება და ბადეში ბურთის შეცურება საოცრება იყო. ის რასაც მესი აკეთებს ყველაზე ხშირად და რის გამოც ასე გვიყვარს ფეხბურთი."
"ნაკრებს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას. ხალხს დიდი სიხარული აჩუქეთ." - დაწერა შოთა არველაძემ Facebook-ზე
შეგახსენებთ, რომ საქართველო ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ურთულესი ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, ჩვენი 1/4 ფინალური მეტოქე კი დღეს უნდა გაირკვეს.