საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა, ამ შედეგით კი ჩვენებმა ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა მოახერხეს.
რამაზ სვანაძის გუნდიდან ერთადერთი გოლი ზურიკო დავითაშვილმა ეფექტური სოლორეიდის შემდეგ გაიტანა და Sofascore.com-სგან ყველაზე მაღალი შეფასებაც 7.9 სწორედ მან მიიღო.
მატჩის დასრულების შემდეგ პირველ არხთან ინტერვიუში შეხვედრა ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი მამარდაშვილმა შეაფასეს.
იხილეთ ვიდეო: