იტალიური Corriere dello Sport-ის ინფორმაციის მიხედვით, აურელიო დე ლაურენტისი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მასშტაბურ გაძლიერებას სულაც არ გეგმავს, პირიქით, მის გეგმებში მხოლოდ კიმ მინ-ჯეს ადეკვატური შემცვლელის ნაპოლიში მიყვანაა.
როგორც იცით, თავად კორეელი ფეხბურთელი კონტრაქტზე მიუნხენის ბაიერნს შეუთანხმდა და ტრანსფერი ოფიციალურ სტატუსს რამდენიმე დღეში შეიძენს, აურელიო დე ლაურენტისს კი მიაჩნია, რომ კიმის ჩანაცვლებას ჯორჯო სკალვინი შესანიშნავად შეძლებს.
19 წლის სკალვინი პოზიციით ცენტრალური მცველია და ახლა ატალანტაში თამაშობს. ითვლება, რომ ჯორჯო ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დამაიმედებელი და პერსპექტიული ფეხბურთელია, აურელიოს კი ბრილიანტის ხელიდან გაშვება არ სურს.
ცნობისთვის, Transfermarkt-ს ამ მომენტისთვის ჯორჯო სკალვინის სატრანსფერო ღირებულებად 40 მილიონი ევრო აქვს მითითებული.