"შოტლანდიაში არველაძე ახსოვთ, ახლა კი კვარაცხელიას ელიან" - ბრიტანული გამოცემა » სპორტის ხაზი

"შოტლანდიაში არველაძე ახსოვთ, ახლა კი კვარაცხელიას ელიან" - ბრიტანული გამოცემა

"შოტლანდიაში არველაძე ახსოვთ, ახლა კი კვარაცხელიას ელიან" - ბრიტანული გამოცემა
19-06-2023, 12:02
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მომდევნო შეხვედრას ხვალ გამართავს, მეტოქე კი სტივ კლარკის შოტლანდია იქნება, რომელმაც სამიდან სამივე შეხვედრა მოიგო და ახლა ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი მეტოქის ადგილობრივ მედიაში, კერძოდ The Herald-ის ვებგვერდზე სტატია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გამოქვეყნდა, სადაც ვკითხულობთ, რომ ის მართლაც უდიდესი ტალანტია და შოტლანდიამ კვარას განეიტრალებას დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს:

"მას შემდეგ, რაც საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა, მათ არც ევროპის და არც მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშიათ. მიუხედავად ამისა, შოტლანდიელმა გულშემატკივრებმა ძალიან კარგად იციან თუ როგორი ტალანტების გაზრდა და აღმოცენება შეუძლია საქართველოს. აქაური ქომაგები დღემდე აღმერთებენ შოთა არველაძეს, თემურ ქეცბაიას, გიორგი ნემსაძესა და ზურაბ ხიზანიშვილს, რომლებსაც თავის დროზე როგორც დანდის, ისე რეინჯერსის ფორმა ჰქონდათ მორგებული."

"ამ ეტაპზე საქართველოს გამოკვეთილი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა, სულ რაღაც 22 წლის ბიჭი, რომელიც 2022/2023 წლების სეზონში (სადებიუტო) როგორც სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, ისე ჩემპიონთა ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა. თუ ევროპული ფეხბურთის ანალიტიკოსებსა და ექსპერტებს დავუჯერებთ, ხვიჩა კვარაცხელია ელიტის მომდევნო სუპერვარსკვლავი უნდა გახდეს. შესაბამისად, მას ნამდვილად შეუძლია, რომ შოტლანდიის მფრინავი გუნდი მიწაზე დაუშვას. ამ ბიჭის საოცარი თამაში სკოტებისთვის შოკი სულაც არ იქნება, პირიქით, მას გლაზგოში მოუთმენლად ელიან."
- დაწერა გამოცემამ

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიისა და საქართველოს დაპირისპირება 22:45-ზე გაიმართება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე იხილავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი