"იმოქმედებს თუ არა კვიპროსის წინააღმდეგ ქეცბაიას ფაქტორი?" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"იმოქმედებს თუ არა კვიპროსის წინააღმდეგ ქეცბაიას ფაქტორი?" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

"იმოქმედებს თუ არა კვიპროსის წინააღმდეგ ქეცბაიას ფაქტორი?" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
5-06-2023, 13:13
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ევრო 2024-ის შესარჩევი ჯგუფის მოახლოებულ შეხვედრებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

„კვიპროსთან დაპირისპირებაზე არ ვიცი, რა გავლენას იქონიებს ის ფაქტი, რომ მათ ქეცბაია წვრთნის, ან ის, რომ წინა 2 მატჩი წააგეს. ჩვენ საკუთარ ამოცანებსა და თამაშზე ვართ კონცენტრირებულები. გვსურს, ისე ვითამაშოთ, როგორც ნორვეგიასთან მეორე ტაიმში.

რაც შეეხება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშეების გაშვებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა სფფ-სთვის და ქვეყნისთვის. ევროპამ უნდა დაინახოს, რომ ამ დონის ტურნირის ჩატარება შეგვიძლია.

კალენდარი არასასურველია, მაგრამ ასეთ დროს ფედერაციისა და 21-წლამდელების ხელმძღვანელებს ვესაუბრებით, რაც კომპრომისების პოვნაში გვეხმარება. რამდენიმე მოთამაშე უკვე შეუერთდა 21-წლამდელთა ნაკრებს – საზონოვი, სიგუა, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი. დანარჩენებზე შემდეგ ვიმსჯელებთ.

გიორგი გველესიანს ერთი წელია ვაკვირდებოდით და მიმაჩნია, რომ შანსს იმსახურებს. მანამდე ჩვენი სამწვრთნელო სტაფი მას კარგად არ იცნობდა. ვფიქრობ, ზუსტად ახლაა დრო, ის ნაკრებს დაეხმაროს.

ნორვეგიასთან თავიდანვე ორი თავდამსხმელით უნდა გვეთამაშა? მატჩის წინ, ტრადიციულად, ტაქტიკაზე არ ვსაუბრობ. იმ მატჩში ორი თავდამსხმელის ტაქტიკამაც გაამართლა და მეორე ნახევარში მოედანზე სხვა განწყობით გავედით. კვიპროსი განსხვავებული გუნდია და თამაშამდე გადავწყვეტ, როგორ ვითამაშებთ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში 17 ივნისს ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი