უკვე დადასტურდა, რომ მადრიდის რეალს კარიმ ბენზემა დატოვებს - ესპანური გამოცემების მტკიცებით, სამეფო კლუბი პრესკონფერენციას ამზადებს, სადაც ფრანგ ფორვარდს დაემშვიდობებიან.
ცნობისთვის, ბენზემა 99%-ით კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს, იწერება, რომ კარიმი ქვეყნის ჩემპიონ "ალ-იტიჰადთან" გააფორმებს კონტრაქტს.
კარიმ ბენზემა სამეფო კლუბში 2009 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს და ამ დროის განმავლობაში ყველა ტურნირზე ჯამში 647 მატჩში თავის გამოჩენა 353 გოლითა და 165 საგოლე გადაცემით მოახერხა.