როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში მატჩი საშინაო კედლებში რეალის წინააღმდეგ გამართა და სამეფო გუნდთან 5 ბურთი მოიგერია. საგულისხმოა, რომ აქედან 2-3 დარტყმული საკმაოდ რთულად ასაღები იყო, რაც გიორგის დაუფასდა და საუკეთესოს ჯილდო გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ეს პრიზი ქართველმა მეკარემ წინა ტურშიც მოიგო (ჯამურად კი მესამედ), როდესაც ვალენსიამ სელტას გასვლაზე 1-2 სძლია, მამარდაშვილის აქტივში კი 5 მოგერიება გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ ვალენსიამ ლა ლიგაში ბოლო ორი გამარჯვებით თავი 40 ქულას მოუყარა და უკვე საკმაოდ მცირეა იმის შანსი, რომ კლუბი სეზონის ბოლოს სეგუნდაში დაქვეითდეს.